აშშ-ის სასამართლომ „კენედის ცენტრისთვის“ სახელის შეცვლა და მისთვის ტრამპის სახელის დარქმევა აკრძალა
ვაშინგტონის საოლქო სასამართლომ ჯონ კენედის სახელობის სახვითი ხელოვნების ცენტრისთვის სახელის შეცვლა და მისთვის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელის დარქმევა აკრძალა. როგორც სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, ცენტრის სახელის შეცვლა მხოლოდ კონგრესს შეუძლია. მოსამართლემ კრისტოფერ კუპერმა ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, 14 დღის განმავლობაში ცენტრის შენობიდან მოხსნას წარწერა, რომელიც მიუთითებს, რომ ის ტრამპის სახელს ატარებს. გარდა ამისა მოსამართლემ აშშ-ის ხელისუფლებას დაავალა ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოიღოს ყველა ჩანაწერი, სადაც დაწესებულება აღნიშნულია, როგორც „ტრამპი-კენედის ცენტრი“. მოსამართლემ აგრეთვე შეაჩერა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ორწლიანი მასშტაბური რეკონსტრუქციის საბაბით ცენტრის დახურვის გადაწყვეტილება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ საჭირო სარემონტო სამუშაოები შენობაში უნდა ჩატარდეს.… The post აშშ-ის სასამართლომ „კენედის ცენტრისთვის“ სახელის შეცვლა და მისთვის ტრამპის სახელის დარქმევა აკრძალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →