,,ღმერთმა ნუ ქნას, სომხეთში არ განმეორდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა” – ლუკაშენკო
,,სომხებმა ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედონ, რათა, ღმერთმა ნუ ქნას, არ განმეორდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, სომხეთში ამჟამად ბევრი განცხადება კეთდება 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ამავე მიზეზით, მიმდინარეობს დისკუსიები ქვეყნის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან შესაძლო გასვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ლუკაშენკო განმარტავს, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერებმა ასტანაში გამართული სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც სომხეთში შესაბამისი რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებით გამოვიდნენ. ,,უკრაინაში ყველაფერი სწორედ ასე დაიწყო. ეს თქვენ გახსოვთ. საჭიროა, რომ სომხები, რომლებიც სულ ახლახან გამოვიდნენ ერთი… The post ,,ღმერთმა ნუ ქნას, სომხეთში არ განმეორდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა” – ლუკაშენკო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →