,,უკრაინამ რუსეთის უმსხვილესი ნავთობსადენების ქსელის საკვანძო ობიექტს დაარტყა” – მედია
სპეციალური ოპერაციების ძალების დრონებმა რუსეთის კიროვის ოლქში ნავთობსადენის მაღალი სიმძლავრის წარმოების მართვის სადგურსა და რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობის საწყობზე იერიში მიიტანეს. უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის საზღვრიდან თითქმის 1200 კილომეტრში მდებარე კიროვის ოლქში განთავსებული „ლაზარევოს“ ხაზობრივი საწარმოო-სადისპეტჩერო სადგური ნავთობსადენ „სურგუტ–პოლოცკის“ ერთ-ერთი საკვანძო პუნქტია. ამ არტერიით ციმბირიდან და რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებიდან მოპოვებული ნავთობი ბალტიის პორტებში – პრიმორსკში, უსტ-ლუგასა და ბელარუსში გადატანა ხდება. სადგური ასევე დაკავშირებულია მაგისტრალური ნავთობსადენის „დრუჟბას“ სისტემასთან, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს, სწრაფად გადაქაჩოს ნავთობი რუსეთის ევროპულ ნაწილში მდებარე ორ უმსხვილეს ნავთობსადენს შორის. ამასთან, შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების… The post ,,უკრაინამ რუსეთის უმსხვილესი ნავთობსადენების ქსელის საკვანძო ობიექტს დაარტყა” – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →