სიახლე

გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

მედიაცენტრი

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი, სუსის ინფორმაციით, ერთდროულად ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა. გულბაათ რცხილაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტ, ირაკლი ჩიხლაძესაც, რომელიც “სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის” ხელმძღვანელია. გამოძიების ცნობით, ჩიხლაძე სადაზვერვო ქსელს მართავდა, მოპოვებულ ინფორმაციას კი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს აწვდიდა. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქმეში ფიგურირებს მატერიალური სარგებელი, რომლის სანაცვლოდაც, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება. დაკავებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. The post გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი