ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან შუახნის მამაკაცი გვირაბში ჩავარდა და გარდაიცვალა…
იქ დასაქმებულთა განცხადებით, მსგავსი შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა. მათი თქმით, უსაფრთხოების მიზნით, დამცავი მოაჯირების მოწყობას დიდი ხანია ითხოვენ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
” ათასჯერ მოვითხოვეთ გვირაბის თავზე მოაჯირის გაკეთება ყურადღება არავინ მოგვაქცია ეს უკვე მეორე შემთხვევა “_ ამბობს გვირაბში მიწისქვეშა გადასასვლელში დასაქმებული პირი.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, შსს, საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურები.
ფოტოებსა და ინფორმაციას ჟურნალისტი დავით ცხვარაძე ავრცელებს.