,,უნგრეთმა ფილიპინების, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეიდან სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა” – მედია
Reuters-ის ცნობით, უნგრეთის მთავრობა დღეიდან ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს. უნგრეთის ხელისუფლების განმარტებით, ეს ნაბიჯი უცხოელი მუშახელის ნაკადის დარეგულირებისკენ მიმართული პირველი ეტაპია. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის პარტია „ტისა“-ში აცხადებენ, რომ ივნისიდან ბუდაპეშტი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას მთლიანად შეაჩერებს. მთავრობის პრესსპიკერის ვანდა სონდის თქმით, ხელისუფლება უცხოელი ადამიანების დასაქმების პირობების გამკაცრებას გეგმავს, რადგან მიაჩნია, რომ მათი მზარდი რაოდენობა ადგილობრივ შრომით ბაზარზე ხელფასებს ამცირებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უცხოელები უნგრეთის სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ, თუმცა გარკვეული სექტორები, მათ შორის მომსახურებისა და წარმოების სფეროები, მათზე მნიშვნელოვნად… The post ,,უნგრეთმა ფილიპინების, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეიდან სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა” – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →