სიახლე

რუსეთის რამდენიმე ოლქში დრონებით თავდასხმები განხორციელდა

მედიაცენტრი

რუსეთის რამდენიმე ოლქში დრონებით თავდასხმები განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმა განხორციელდა კრასნოდარის მხარის ქალაქ უსტ-ლაბინსკში მდებარე ნავთობბაზაზე, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ლენინგრადის ოლქში მდებარე კრონშტადტის პორტის ტერიტორიაზეც. დრონებით თავდასხმის ფონზე ლენინგრადის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გასული ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის ტულის ოლქის ქალაქ უზლოვოშიც. დრონებით დარტყმები განხორციელდა დროებით ოკუპირებული მარიუპოლის პორტზეც. ასევე, დარტყმების შედეგად დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ზუჰრესში მდებარე ნათობბაზას ხანძარი გაუჩნდა. The post რუსეთის რამდენიმე ოლქში დრონებით თავდასხმები განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი