სიახლე

სამართალდამცველების მიერ ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი

მედიაცენტრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოიღეს – ბოლო სამი დღის განმავლობაში, ჯამში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი. შსს-ს ცნობით, აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post სამართალდამცველების მიერ ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი