უკრაინამ საბერძნეთს საზღვაო დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა გიორგი ტიჰიმ ბოდიში მოუხადა საბერძნეთს საზღვაო დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რომელიც კუნძულ ლევკასთან იონიის ზღვაში მოხდა. როგორც უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანმა აღნიშნა, საზღვაო დრონის შეჭრა საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგია. ცნობისთვის, საბერძნეთის სანაპიროსთან ახლოს დრონი მაისში აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, დრონს 100 კილოგრამამდე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული. ბერძნული მხარის მტკიცებით, დრონის მიზანს ხმელთაშუა ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ერთ-ერთი გემის განადგურება წარმოადგენდა. მოგვიანებით საბერძნეთმა საზღვაო დრონის გამო უკრაინას დემარში გამოუცხადა. The post უკრაინამ საბერძნეთს საზღვაო დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →