ოზურგეთში, თხილის მიმღებ პუნქტებში აქტიური მოძრაობაა. აქ გვეუბნებიან, რომ შარშადელ თხილს, რომელიც ცოტა კვლავ შემორჩა, ხანდახან იბარებენ, თავისუფალ დროს კი სათავსოებს ალაგებენ, ასუფთავებენ და ემზადებიან ახალი თხილის სეზონისთვის.

_თვენახევარიც არ დარჩა ახალი თხილის შემოსვლამდე. ფასს რაც შეეხება, წელს, სავარაუდოდ მაღალი უნდა იქნეს. ასეთია ვარაუდი,რადგან ეს კულტურა ფიზიკურად უკვე ცოტა დარჩა. ბევრი გახმა. ასევე ამბობენ, რომ თურქეთში საგაზაფხულო წაყინვებმა დააზიანა და მოსავალი ნაკლები იქნება.
გურიაში, წელს, რაც არის პლანტაციები, იქ მსხმოიარობა კარგია. სავარაუდოდ, თუ იქნება კარგი მოსავალი, ფასი მაღალი უნდა იქნეს, – გვეუბნებიან თხილის მიმღები ოპერატორები.
ასევე, გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში, წლევანდელი მკვეთრი სიცივის პირობებში, თხილი ყინვას არ დაუზიანებია. სამაგიეროდ ვაშლისა და მსხლის და ზოგი სხვა ხეხილოვანის ტოტებზე საერთოდ არ ჩანს სანაყოფე კვირტიც კი. ყვავილშივე დააზიანა სიცივემ.
The post თვენახევარიც არ დარჩა თხილის სეზონამდე: „მაღალ ფასს ვვარაუდობთ, რადგან ბევრი გახმა, თურქეთშიც ყინვები ყოფილა…“ appeared first on გურია ნიუსი.