როდის დაიწყება საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება. კახა კალაძის განცხადებით, ზაფხულის განმავლობაში, 54 საბავშვო ბაღი იმუშავებს, სადაც 19 500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხება. მერის თქმით, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება, 1-ელი ივლისიდან კი მთელი თვის განმავლობაში იმუშავებს საზაფხულო ბაღები. საზაფხულო ბაღში რეგისტრაციის პროცედურა: რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 8 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება 21 ივნისის ჩათვლით. პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან. The post როდის დაიწყება საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →