სიახლე

აშშ-ში ფესტივალზე სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა

მედიაცენტრი

ოჰაიოს შტატის ქალაქ ტოლედოში, Old West End-ის ფესტივალის ჩატარების ადგილთან მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიჭრა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტში, სავარაუდოდ, სულ მცირე 2 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთმანეთს ესროდნენ. დაზარალებულთა საშუალო ასაკი 20 წელს ოდნავ აღემატება. ხელისუფლება ეჭვმიტანილების მოსაძებნად ტერიტორიას ჩხრეკს, კითხავს მოწმეებს და მობილური ტელეფონებით გადაღებულ ვიდეოებს სწავლობს. Old West End-ი ყოველწლიური ორდღიანი ფესტივალია, რომელიც ტოლედოს ისტორიულ, ვიქტორიანული სტილის სახლებით ცნობილ უბანში ტარდება. ღონისძიება აღლუმით უნდა დაწყებულიყო და ცოცხალ მუსიკასა და გასტრონომიულ ნაწილს მოიცავდა. The post აშშ-ში ფესტივალზე სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი