სიახლე

,,უაღრესად მზაკვრული რუსული დარტყმა” – ჩერნობილში ბირთვულ ობიექტზე რუსეთმა იერიში განახორციელა

მედიაცენტრი

უკრაინაში განაცხადეს, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩერნობილში გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავს დაესხა თავს. „ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსული დრონი 7 ივნისის ღამეს ცენტრალიზებული საცავის შენობას მოხვდა. თავდასხმის შედეგად კონტეინერების მიმღები შენობა ნაწილობრივ დაინგრა. მასში გადამუშავებული ბირთვული საწვავი არ ინახებოდა. დარტყმის შემდეგ გაჩნდა ხანძარი, რომლის ფართობმაც 40 კვადრატული მეტრი შეადგინა. ცეცხლი ჩააქრეს, პერსონალს შორის დაშავებულები არ არიან. „ენერგოატომში“ განაცხადეს, რომ ობიექტის ტერიტორიაზე რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებში რჩება. „უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის ობიექტი. და უაღრესად მზაკვრული რუსული დარტყმა. რუსეთმა შეგნებულად მიიტანა იერიში სწორედ ბირთვული ინფრასტრუქტურის ამ ობიექტზე. ამ დროისთვის რადიაციული ფონის ნორმის გადაჭარბება არ ფიქსირდება.… The post ,,უაღრესად მზაკვრული რუსული დარტყმა” – ჩერნობილში ბირთვულ ობიექტზე რუსეთმა იერიში განახორციელა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი