„ღაზის 60%-ზე მეტს ვაკონტროლებთ, ჰეზბოლა კი გარბის“ – ნეთანიაჰუ
,,ღაზის სექტორში ჩვენ ,,ჰამასს” ყველა მიმართულებით ვურტყამთ. ამჟამად სექტორის ტერიტორიის 60%-ზე მეტს ვაკონტროლებთ და მალე 70%-ს მივაღწევთ”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ,,ჩვენ მათ არ ვაძლევთ ხელახლა შეიარაღებისა და ჩვენთვის ზიანის მიყენების საშუალებას, ასევე ვანადგურებთ მათ უფროს მეთაურებს. ლიბანში ჩვენმა ძალებმა მხოლოდ გასულ კვირაში 350 ტერორისტი გაანადგურეს – 350 ტერორისტი მხოლოდ ერთ კვირაში. მათ ბოფორტის ქედი დაიკავეს და იქ მასშტაბური მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა აღმოაჩინეს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საზღვართან მდებარე ტერორისტული სოფლების განადგურებას და მათ ძალიან ძლიერ დარტყმებს ვაყენებთ. ჩვენ ვიცით, რომ ,,ჰეზბოლა” გარბის. ჩვენ არ დავუშვებთ ცეცხლის გახსნას… The post „ღაზის 60%-ზე მეტს ვაკონტროლებთ, ჰეზბოლა კი გარბის“ – ნეთანიაჰუ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →