სიახლე

სომხეთში, ამომრჩევლის მოსყიდვის სქემასთან დაკავშირებით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს

მედიაცენტრი

სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ მონაწილეობით ამომრჩევლის მოსყიდვის სქემასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად გამოვლინდა, რომ ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ლორის პროვინციის რამდენიმე მცხოვრებს ქრთამი გადასცა არჩევნებში მისი ბლოკის სასარგებლოდ მიცემული ხმების სანაცვლოდ. სამართალდამცავმა ორგანომ არ დააკონკრეტა, რამდენი ეჭვმიტანილი დააკავეს. ჩატარდა ჩხრეკა და სხვა პროცედურები. გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მათი ინფორმაციით, ეჭვმიტანილები სქემაზე საუბრობენ. The post სომხეთში, ამომრჩევლის მოსყიდვის სქემასთან დაკავშირებით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი