შსს გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი ბაქარ ბექაური მიმდინარე წლის 7 ივნისს სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო“, – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. The post შსს გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →