
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაის ინიციატივით, დმანისში რეგიონული ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების ხელმძღვანელები და ბავშვთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდების პრაქტიკული საკითხები და წარმატებული გამოცდილებები განიხილეს.


სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დმანისის ბავშვთა დღის და ადრეული განვითარების ცენტრსა და კამარლოს ალტერნატიულ სათემო საბავშვო ბაღს ეწვივნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ ბავშვთა მომსახურების პროგრამებსა და მუშაობის სპეციფიკას.
