„ასეთი რაღაც დაემართა რადიკალურ ოპოზიციას“ – ირაკლი კობახიძე
პრემიერის განცხადებით, ოპოზიციაში ნებისმიერი შიდა დაპირისპირება არის სისუსტის შედეგი. „როგორც ორგანიზმი მთლიანად სუსტდება იმუნიტეტის დაქვეითების პირობებში, ასეთი რაღაც დაემართა რადიკალურ ოპოზიციას, არც რადიკალიზმი გამოდის, არც რაიმე სხვა, ეს არის სისუსტის გამოვლინება“ – აღნიშნა კობახიძემ ბრიფინგზე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და შესაბამისად, ეს თავს ავლენს როგორც დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის. „ძალიან კარგია ეს ქართული დემოკრატიული სისტემის შემდგომი განმტკიცებისთვის. ასე უნდა გაგრძელდეს პროცესები. ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში არ არის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეს პროცესები გაგრძელდეს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც აქამდე გრძელდებოდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. The post „ასეთი რაღაც დაემართა რადიკალურ ოპოზიციას“ – ირაკლი კობახიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →