შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სამინისტროს განცხადებით, მას შინაგან საქმეთა სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
შეგახსენებთ, ბახუაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს 10 წლის განმავლობაში იცავდა.
The post ვინ არის გიორგი ბახუაშვილი, რომელიც შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა? appeared first on .