სიახლე

ევროკავშირი და საქართველო სავიზო დიალოგზე ხვდებიან — მიზეზი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაა

GuriaNews

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირისა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით „სიღრმისეულ დიალოგზე“ ინფორმაციას ავრცელებს. „11 ივნისს ევროკომისიის წარმომდგენლები საქართველოს დელეგაციას ვიზებთან დაკავშირებული სიღრმისეული დიალოგის გასამართად შეხვდებიან. ეს ევროკავშირის სავიზო რეგულაციით დადგენილ სტანდარტულ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ვიზების შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შემთხვევაში მოქმედებს. ეს პროცესი მოჰყვა 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების […] The post ევროკავშირი და საქართველო სავიზო დიალოგზე ხვდებიან — მიზეზი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირისა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით „სიღრმისეულ დიალოგზე“ ინფორმაციას ავრცელებს.

„11 ივნისს ევროკომისიის წარმომდგენლები საქართველოს დელეგაციას ვიზებთან დაკავშირებული სიღრმისეული დიალოგის გასამართად შეხვდებიან. ეს ევროკავშირის სავიზო რეგულაციით დადგენილ სტანდარტულ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ვიზების შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შემთხვევაში მოქმედებს.

ეს პროცესი მოჰყვა 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა საწყის ეტაპზე შეჩერებულ იქნა 12 თვის განმავლობაში, წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ.

შეხვედრის მიზანი იმ გარემოებების მოგვარებაა, რომლებმაც აღნიშნული შეჩერება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველს საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიის და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში აღებული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენდა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

The post ევროკავშირი და საქართველო სავიზო დიალოგზე ხვდებიან — მიზეზი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი