სიახლე
უსაფრთხოების მიზნით, პენტაგონის ნაწილი ჩაკეტეს
მედიაცენტრი
პენტაგონის რამდენიმე სართული ჩაიკეტა, შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც „სიენენი“ წერს, მიზეზი „სახიფათო მასალებთან დაკავშირებული ინციდენტია“. პენტაგონის წარმომადგენელმა შონ პარნელმა დაადასტურა, რომ პენტაგონის შიდა სისტემებმა „ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა“ დააფიქსირეს, რის გამოც გარკვეული ზომების მიღება გახდა საჭირო, სანამ ინციდენტის მნიშვნელობა დადგინდება. მედიის ცნობით, პენტაგონის მეორე-მეხუთე სართულებზე, მეოთხედან მეშვიდე დერეფნებამდე, ტერიტორიები ჩაიკეტა. შენობაში მყოფ პოლიციელებს აცვიათ აირწინაღები და სრული ქიმიური დამცავი ეკიპირება. The post უსაფრთხოების მიზნით, პენტაგონის ნაწილი ჩაკეტეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.