სიახლე

“დაცემა, რომელიც დაცემაა… არ აკანკალდა ობიექტივი, არ შეწყდა გადაღება…” – ლალი მოროშკინა

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “დაცემა, რომელიც დაცემაა… არ აკანკალდა ობიექტივი, არ შეწყდა გადაღება…” – ლალი მოროშკინა საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე ფაქტს, რა დროსაც არასრულწლოვანი, სიმღერის დროს, გონებას კარგავს და ძირს ეცემა, მწვავე შეფასებებით ეხმაურება ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა: “დაცემა, რომელიც დაცემაა. რაც მოხდა სცენაზე ერის დეგრადაციაა! ამოაყოფინეთ ბავშვებს თავები გაჯეტებიდან!!! ასწავლეთ სიყვარული!!! რაზეც მღეროდნენ იმის საპირისპირო მოიმოქმედეს – იგნორი წაქცეულ მეგობარს! […] “დაცემა, რომელიც დაცემაა… არ აკანკალდა ობიექტივი, არ შეწყდა გადაღება…” – ლალი მოროშკინა პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“დაცემა, რომელიც დაცემაა… არ აკანკალდა ობიექტივი, არ შეწყდა გადაღება…” – ლალი მოროშკინა

საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე ფაქტს, რა დროსაც არასრულწლოვანი, სიმღერის დროს, გონებას კარგავს და ძირს ეცემა, მწვავე შეფასებებით ეხმაურება ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა:

“დაცემა, რომელიც დაცემაა.

რაც მოხდა სცენაზე ერის დეგრადაციაა!

ამოაყოფინეთ ბავშვებს თავები გაჯეტებიდან!!!

ასწავლეთ სიყვარული!!!

რაზეც მღეროდნენ იმის საპირისპირო მოიმოქმედეს – იგნორი წაქცეულ მეგობარს!

აღარაფერს ვამბობ უფროსებზე.

არ აკანკალდა ობიექტივი, არ შეწყდა გადაღება…

გამარჯობა ზომბი ლენდო!“, – წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.

ინფორმაციისთვის: მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დეტალური განმარტებები გააკეთა აღნიშნული არასრულწლოვანი გოგონას ბებიამ, ნინო კუხალეიშვილმა და ფაქტის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

“დაცემა, რომელიც დაცემაა… არ აკანკალდა ობიექტივი, არ შეწყდა გადაღება…” – ლალი მოროშკინა
პარალელი


მსგავსი