სიახლე

პატრიარქი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

მედიაცენტრი

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ გარეთ უორდს შეხვდა. შეხვედრა გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა. მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ელჩი თავისუფლად ფლობს ქართულ ენას, რაც, მისი თქმით, საქართველოსა და ქართული კულტურისადმი განსაკუთრებული პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატულებაა. კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე ისაუბრა ოჯახური, ზნეობრივი და სულიერი ღირებულებების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების აღზრდისა და განათლების საკითხებზე. თავის მხრივ, ელჩმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას… The post პატრიარქი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი