სიახლე

„დღევანდელ გამოფენას ვუძღვნი დედაჩემის ხსოვნას“ – ვახტანგ მამეიშვილი 85 წლის გახდა

GuriaNews

ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში მხატვარ ვახტანგ მამეიშვილის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებული გამოფენა მოეწყო. როგორც იუბილარმა თქვა, ეს გამოფენა დედამისის ხსოვნას მიუძღვნა. „დღევანდელ გამოფენას ვუძღვნი დედაჩემის ხსოვნას. დედაჩემი 10 ივნისს გარდაიცვალა ჩემს ხელში. 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის იყო ხუთი შვილის დედა. მისმა გარდაცვალებამ დიდი ტკივილი მომაყენა. დღევანდელი დღისთვის მადლობა მინდა გადავუხადო მოსულს სტუმრებს, ჩემს […] The post „დღევანდელ გამოფენას ვუძღვნი დედაჩემის ხსოვნას“ – ვახტანგ მამეიშვილი 85 წლის გახდა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში მხატვარ ვახტანგ მამეიშვილის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებული გამოფენა მოეწყო.

როგორც იუბილარმა თქვა, ეს გამოფენა დედამისის ხსოვნას მიუძღვნა.

„დღევანდელ გამოფენას ვუძღვნი დედაჩემის ხსოვნას. დედაჩემი 10 ივნისს გარდაიცვალა ჩემს ხელში. 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის იყო ხუთი შვილის დედა. მისმა გარდაცვალებამ დიდი ტკივილი მომაყენა.

დღევანდელი დღისთვის მადლობა მინდა გადავუხადო მოსულს სტუმრებს, ჩემს მოსწავლეებს და ყველას.

ასევე მინდა ვთქვა, რომ სანამ ცოცხალი ვიქნები სულ გავაკეთებ ჩემს მიერ შექმნილი ნახატების გამოფენას. მადლობა ჩემი დაფასებისთვის”,_ თქვა მხატვარმა.

ინფორმაციისთვის, ვახტანგ მამეიშვილი პირველი კლასიდან მოყოლებული დღემდე ხატავს და აქტიურ ცხოვრებას ეწევა. სამუშაო დღეებში შემოქმედიდან ქალაქ ოზურგეთში ჩადის, თავადაც ხატავს და მომავალ თაობასაც ასწავლის ხატვას.

“ბავშვობიდან ვხატავდი. მამაჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი იყო სოფელ შემოქმედში და სურდა, მეც გეოგრაფიის მასწავლებელი გამოვსულიყავი. ჩავაბარე უნივერსიტეტში, სამი ხუთიანი მივიღე და ერთი სამიანი. ქართულში მივიღე ეს სამიანი _ ნაწერის გადათეთრება ვერ მოვასწარი. მერე მამაჩემმა გაასაჩივრა ეს ამბავი და დაპირდნენ, იანვრიდან ჩავრიცხავთო. თბილისიდან ჩამოსულს კი ვუთხარი, რომ გეოგრაფიულზე ჩაბარება არ მინდოდა _ მხატვრობა მიტაცებდა”, _ ეს ამონარიდი „გურია ნიუსის“ მიერ მომზადებული ინტერვიუდან არის, რომელიც 2020 წელს გამოქვეყნდა.

საიუბილეო ღონისძიება-გამოფენაზე არაერთი სტუმარი იმყოფებოდა. 85 წლის მხატვარმა სტუმრებს დაპირდა, რომ კიდევ არაერთხელ მოიწვევს მათ, მის პერსონალურ გამოფენაზე.

„გურია ნიუსი“ ულოცავს ბატონ ვახტანგს დაბადების დღეს.

The post „დღევანდელ გამოფენას ვუძღვნი დედაჩემის ხსოვნას“ – ვახტანგ მამეიშვილი 85 წლის გახდა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი