თელავში ავარიას 38 წლის მამაკაცი ემსხვერპლა — სავარაუდო მიზეზი ავტორბოლაა
GuriaNews
ავარიას თელავში 38 წლის მამაკაცი ემსხვერპლა – შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომობილებით ეჯიბრებოდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ავტომობილს საბურავი გაუსკდა. შედეგად, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ 38 წლის მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე […] The post თელავში ავარიას 38 წლის მამაკაცი ემსხვერპლა — სავარაუდო მიზეზი ავტორბოლაა appeared first on გურია ნიუსი.
ავარიას თელავში 38 წლის მამაკაცი ემსხვერპლა – შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომობილებით ეჯიბრებოდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ავტომობილს საბურავი გაუსკდა. შედეგად, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ 38 წლის მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე დაიღუპა.