სიახლე

,,ეს თავდასხმა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას ვიმუშაოთ მშვიდობის მიღწევაზე” – ემანუელ მაკრონი

მედიაცენტრი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ კიევ-პეჩერის ლავრაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. ,,ეს თავდასხმა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა ვიმუშაოთ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელზეც რუსეთი ჯიუტად უარს ამბობს, და შემდეგ მშვიდობის მიღწევაზე,”-განაცხადა მაკრონმა. მისი თქმით, ამ საკითხებს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განიხილავენ. ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ თავდასხმას კიევ-პეჩერის ლავრაზე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, არანაირი გამართლება არ გააჩნია. მისივე თქმით, საფრანგეთი მზადაა ითანამშრომლოს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მუშაობენ. The post ,,ეს თავდასხმა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას ვიმუშაოთ მშვიდობის მიღწევაზე” – ემანუელ მაკრონი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი