დღეიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდაში ცვლილებები ამოქმედდება
დღეიდან ძალაში შედის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომელიც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის (ქალაქის გამოცდა) წესებს ცვლის. ცვლილებები ეხება როგორც დასაშვები შეცდომების რაოდენობას, ისე საგამოცდო პროცესში გამომცდელის როლს. აქამდე მოქმედი წესით, ქალაქის პრაქტიკულ გამოცდაზე კანდიდატი იმ შემთხვევაში იჭრებოდა, თუ 12-ზე მეტ მსუბუქ შეცდომას დაუშვებდა. დღეიდან ეს ზღვარი გაიზარდა: მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე ჩაჭრილად ჩაითვლება, თუ ის 15 ან მეტ მსუბუქ შეცდომას დაუშვებს. ბრძანებაში ჩნდება ახალი პუნქტები, რომლებიც გამომცდელსა და კანდიდატს შორის კომუნიკაციას არეგულირებს. თუ კანდიდატი ვერ ასრულებს (ან არასათანადოდ ასრულებს) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გარკვეულ მოთხოვნებს (მაგალითად, ავტომობილის მართვის დაწყებამდე უსაფრთხოების შემოწმება),… The post დღეიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდაში ცვლილებები ამოქმედდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →