ლა-მანშის სრუტეში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავეს – ბორტზე საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ
დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა და ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ (NCA), საფრანგეთთან მჭიდრო კოორდინაციით, ლა-მანშის სრუტეში რუსული ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი Smyrtos დააკავეს. სპეცოპერაცია საერთაშორისო წყლებში, სანაპიროდან 12 საზღვაო მილის დაშორებით განხორციელდა. ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, საზღვაო ოპერაცია კვირების განმავლობაში იგეგმებოდა და სრულად შეესაბამებოდა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებს. დორსეტის სანაპიროსთან ღუზაჩაშვებულ გემზე ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფება, რომლებიც საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები არიან. სანქციების დარღვევის ეჭვით უკვე დაკავებულია ინდოეთის ერთი მოქალაქე, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების მიზნით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟის დანარჩენი წევრები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, ამ დროისთვის ტანკერის… The post ლა-მანშის სრუტეში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავეს – ბორტზე საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →