ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მათი მეზობელი ქალი ემსხვერპლა
კახეთში ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მათი მეზობელი ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კაცი ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, რა დროსაც ქალმა დახმარება ითხოვა. დაპირისპირებაში ჩარევა მეზობელმა ქალმა სცადა, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილ ქალს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება და ის, სავარაუდოდ, ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 ¹ მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. კაცი პოლიციამ ცოლზე განხორციელებული ძალადობისათვის დააკავა. The post ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მათი მეზობელი ქალი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →