მსოფლიო პატრიარქი კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის იერიშს „ბარბაროსულს“ უწოდებს
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის იერიშს გმობს და მომხდარს „ბარბაროსულს“ უწოდებს. „მსოფლიო საპატრიარქო ღრმა მწუხარებასა და იმედგაცრუებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მიერ კიევ-პეჩერის ისტორიულ ლავრაზე განხორციელებული მიუღებელი სარაკეტო თავდასხმის გამო და კატეგორიულად გმობს მას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა თავდასხმას ქრისტიანობის საერთო რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის წმინდა და სიმბოლურ ძეგლებზე. ვერცერთი გონიერი ადამიანი და ვერანაირი არგუმენტი ვერ გაამართლებს ამ ბარბაროსულ, გამანადგურებელ თავდასხმას ისეთ წმინდა სალოცავ ადგილზე, როგორიცაა კიევის ლავრა — ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ძეგლი, რომელიც იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია“, – ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მსოფლიო… The post მსოფლიო პატრიარქი კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის იერიშს „ბარბაროსულს“ უწოდებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →