სიახლე

რა ვითარებაა ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე – ფოტო ეპიცენტრიდან

News.ge

წუხანდელი უამინდობის გამო ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ჩამოწოლილია მეწყერი, ადიდებულია პატარ-პატარა ხევები (ფშავის ნაწილში) – ინფორმაცია და ფოტოს ფეისბუქ გვერდი ფხოვი ავრცელებს. სოციალურ ქსელში მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ სანამ არ დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი), ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, […]

პირველწყარო →

წუხანდელი უამინდობის გამო ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ჩამოწოლილია მეწყერი, ადიდებულია პატარ-პატარა ხევები (ფშავის ნაწილში) – ინფორმაცია და ფოტოს ფეისბუქ გვერდი ფხოვი ავრცელებს.

სოციალურ ქსელში მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ სანამ არ დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი), ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


მსგავსი