სიახლე
დიდუბეში, სატვირთო მანქანიდან, რომელსაც რკინის კონსტრუქცია დაეცა, მაშველებმა ერთი პირი გამოიყვანეს
Timer
თბილისში, დიდუბეში სატვირთო მანქანას რკინის კონსტრუქცია დაეცა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანას რკინის კონსტრუქციები დაეცა, რომლითაც დატვირთული იყო. კერძოდ, თვითმხილველების ცნობით, სატვირთოს მძღოლმა დაამუხრუჭა, რა დროსაც, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ავტომობილს გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მისივე კაბინას დაეცა. როგორც ცნობილია, მაშველებმა მანქანიდან სატვირთოს მძღოლი გადმოიყვანეს, თუმცა ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. Source
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.