საფეხბურთო კლუბი “სამტრედია“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა – ვალერი გაგუამ პოსტი დატოვა.
კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დასრულდა.
„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ვალერი გაგუამ „სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. წარმატებებს ვუსურვებთ მას მომავალ საქმიანობაში!“_ ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება “სამტრედიას” ახალი მთავარი მწვრთნელი.
The post “სამტრედია“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა – ვალერი გაგუამ პოსტი დატოვა appeared first on გურია ნიუსი.