ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ აღფრთოვანებულია უკრაინის სამხედრო წარმატებებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინის სამხედრო მიღწევებით აღფრთოვანებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Financial Times (FT) უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით, კიევში ხედავენ ნიშნებს, რომ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისადმი უფრო კეთილგანწყობილი ხდება და, შესაძლოა, უფრო მეტად იყოს მიდრეკილი რუსეთზე ზეწოლისკენ, რათა მოსკოვმა ომი დაასრულოს. მიუხედავად პოზიტიური სიგნალებისა, უკრაინული მხარე გარკვეულ სკეპტიციზმს მაინც ინარჩუნებს. წყაროების განცხადებით, ჯერ კიდევ არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, შეასრულებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი საკუთარ სიტყვას, რადგან მას „აქამდეც მიუცია დაპირებები, რომლებიც არ შეუსრულებია“. The post ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ აღფრთოვანებულია უკრაინის სამხედრო წარმატებებით appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →