,,პოლონეთთან ურთიერთობაში უხეში კიდეების გასწორებაზე ვმუშაობთ” – უკრაინის საგარეო უწყება
უკრაინა აქტიურად მუშაობს პოლონეთთან არსებული დაძაბულობის განმუხტვასა და ორმხრივ ურთიერთობებში ემოციური ფონის შემცირებაზე. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა. მისი თქმით, მედიაში არსებული ხმაურიანი სათაურების მიღმა, კიევსა და ვარშავას შორის ინტენსიური დიპლომატიური კომუნიკაცია არ წყდება. „დიპლომატიური არხებით ყოველთვის ვინარჩუნებთ კავშირს. ჩვენ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინის პრეზიდენტის დიპლომატიური გუნდი, მუდმივად ვთანამშრომლობთ პოლონელ კოლეგებთან. „ფერადი სათაურების“ და „განცხადებების სროლის“ პარალელურად, ორივე მხრიდან გრძელდება მშვიდი დიპლომატიური მუშაობა“, – აღნიშნა ტიხიმ. გეორგი ტიხიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინული მხარე პარტნიორთან ურთიერთობაში მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენს და მზად არის ნებისმიერი კრიზისული თემის… The post ,,პოლონეთთან ურთიერთობაში უხეში კიდეების გასწორებაზე ვმუშაობთ” – უკრაინის საგარეო უწყება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →