სიახლე

სასამართლომ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მედიაცენტრი

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შრომითი ექსპლუატაიის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, დაზარალებულს მის კუთვნილ მაღაზიაში გასამრჯელოს გარეშე მუშაობას აიძულებდა. ბრალდებული დაზარალებულს ასევე, აიძულებდა მოწყალების თხოვნას, ხოლო ამ გზით მიღებულ თანხას თავად ეუფლებოდა” – ნათქვამია განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ტრეფიკინგი) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. The post სასამართლომ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი