შიდა ქართლის პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
შიდა ქართლის პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ,,შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია, სადაც სამუშაო თათბირი გამართა და თანამშრომლებს ახალი დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი წარუდგინა” – ნათქვამია განცხადებაში. რამაზ თათარაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე სერგი ბზიშვილი შეცვალა, რომელიც საქმიანობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს. ,,შინაგან საქმეთა მინისტრმა, ახლად დანიშნულ დირექტორს პროფესიულსაქმიანობაში წარმატება უსურვა და დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. რამაზ თათარაშვილი ამ დრომდე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის… The post შიდა ქართლის პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →