სიახლე

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

მედიაცენტრი

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა. „43 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი შემოვიდა ჩვენთან. გაჩერებული ჰქონდა გული, ყველაფერი სცადეს ექიმებმა, თუმცა სამწუხაროდ, გულის ამუშავება ვერ მოხერხდა. ცნობილია, რომ ჰქონდა დიაბეტი. სტრესის ფონზე, სავარაუდოდ, მიიღო ინფარქტი და ადგილზე გარდაიცვალა“, – განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა. The post თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი