,,ევროპაში დაფიქსირებული ანომალიური სიცხეები ჯანმრთელობისთვის საშიშია” – ჯანმოს დირექტორი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ევროპაში მიმდინარე ძლიერი სიცხეების ფონზე, რეგიონის ლიდერებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ანომალიური სიცხე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და იწვევს საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვას. ჯანმოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ არსებული მონაცემები საგანგაშოა, ვინაიდან ევროპაში ტემპერატურა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით ორჯერ სწრაფად იმატებს, რაც მომავალში ექსტრემალური სიცხის ალბათობასა და სიმწვავეს მნიშვნელოვნად ზრდის. მისივე თქმით, მთავრობებმა დაუყოვნებლივ უნდა დააჩქარონ კლიმატური ქმედებები და მიმართონ ძალისხმევა კლიმატური კრიზისის გამომწვევი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრისკენ. The post ,,ევროპაში დაფიქსირებული ანომალიური სიცხეები ჯანმრთელობისთვის საშიშია” – ჯანმოს დირექტორი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →