განბაჟების გაძვირების გამო, ბაზარზე 90-იანი წლების ავტომობილების შემოყვანის ტენდენცია გაჩნდა
საქართველოში 6 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილებზე განბაჟების მკვეთრი გაძვირების ფონზე, მომხმარებელთა ნაწილი კიდევ უფრო ძველი, 90-იან წლებში გამოშვებული ტრანსპორტის შემოყვანაზე გადაერთო. ავტოიმპორტიორების განცხადებით, ბოლო პერიოდში საგრძნობლად მომრავლდა შემთხვევები, როდესაც არჩევანს ე.წ. „ექსკლუზიურ“ ძველ მოდელებზე აკეთებენ, ვინაიდან მათზე აქციზის გადასახადი შედარებით დაბალია. კომპანია „რობანი მოტორსის“ დამფუძნებლის, ელგუჯა ჯამაგიძის განცხადებით, ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ დეკლარირებული მიზანი – ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება – ამ რეგულაციით ნაკლებად მიღწევადია. „აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ეკოლოგია გაუმჯობესდება, თუმცა რამდენად დადგება ეს შედეგი, საკითხავია. 6 წელზე ზემოთ ასაკის ავტომობილებზე აქციზის ზრდის ფონზე, კიდევ უფრო… The post განბაჟების გაძვირების გამო, ბაზარზე 90-იანი წლების ავტომობილების შემოყვანის ტენდენცია გაჩნდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →