განახლდა
დღეს: 57 სიახლე

TV4

tv4.ge ↗
TV4

პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების, ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია. შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ბენეფიციარებისთვის პრეპარატის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ტრიკაფტას“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებისთვის მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პრეპარატი ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. მედიკამენტი მოქმედებს უშუალოდ დაავადების გამომწვევ…

TV4

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოველში წირვა მიმდინარეობს, რომელსაც შიო III აღავლენს

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოს მართლმადიდებელი…

TV4

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 ოქტომბერს 12:00-დან 12:30 საათამდე და 17:00-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის ბეშთაშენი, ხაჩკოვი, ბარეთი, იმერა, კაბური, ჩივთქილისა, თეჯისი, კიარაკი და მიმდებარე…

TV4

სამართალდამცველებმა ქვემო ქართლსა და იმერეთში 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველების მიერ…

TV4

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს 11-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ორბეთი, არნაუთი, დიდი თონეთი, წვერი, მოხისი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 12:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში სტალინის…

TV4

მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 1-ელი იანვრიდან 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 1-ელი იანვრიდან 415 ლარი გახდება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „გვინდა საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ…

TV4

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” გაიხსნა.

სიმპოზიუმი თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ 1700 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებიან: საქართველოს პატრიარქი შიო III, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის…

TV4

იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული…

TV4

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს 16-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში ნარიმანობის, რუსთაველის, სამედ ვურგუნის, ბერიტაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11 ოქტომბერს 10:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, ერეკლე…

TV4

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული…

TV4

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია – „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” – 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში, რომელიც…

TV4

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ოქტომბერს 02-დან 05:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, მეგობრობის, სტამბულის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 11:00-დან 13:00 საათამდე და 14:30-დან 19:00 საათამდე…

TV4

ქვემო ქართლის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ერთი პირი დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანმხლებ არასრულწლოვანთან…

TV4

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები დადებითად…

TV4

პრემიერმა ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ…

TV4

სექტემბერში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 751 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 751 ფაქტი გამოავლინეს, – ინფორმაციას…

TV4

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

თეთრიწყაროში – 09:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:არხოტს,შეხვეტილას,ასურეთს,წინწყაროს,ბორბალოსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე ქუჩებს:ფარნავაზის,აღმაშენებელის,კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებს. რუსთავში – 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით შარტავას გამზირსა და…

TV4

საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური…

TV4

პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით…

TV4

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტს საკუთარი შედეგის გაცნობა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში საგამოცდო ბარათზე მითითებული…

TV4

23 სექტემბერს,სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 სექტემბერს 07:00-დან 07:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. მარნეულში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სადახლო, შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, კეშალო და მიმდებარე სოფლებში. 13:00-დან…

TV4

გრანტების მართვის სააგენტომ, რომლის გაუქმებასაც მთავრობა გეგმავს, 2025 წელს გამოცხადებულ კონკურსში 1 657 775 ლარით 17 ორგანიზაცია დააფინანსა, 2026 წელს კი სააგენტოსთვის ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის, რომელიც მთავრობის კონტროლქვეშ 2025 წლის აპრილში შეიქმნა და რომელიც როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, ახლა უკვე მილევად რეჟიმშია და წლის ბოლომდე დაიხურება. სააგენტოს შექმნის მიზნად…

TV4

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებს

„სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები შემოწმებას ახორციელებენ როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებში, ასევე სურსათის მწარმოებელ და მიმწოდებელ ბიზნესოპერატორებთან. ამ დროისთვის შემოწმებულია 70 ობიექტი, მათ შორის ქალაქ თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი…

TV4

იაპონიას ძლიერი ტაიფუნი ემუქრება, 1.6 მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, გაუქმდა ასობით ავიარეისი

იაპონია ძლიერი ტაიფუნის გამო, რომელიც ტოკიოს უახლოვდება, რეკორდული რაოდენობის ნალექს ელოდება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ტაიფუნის გამო ხუთ პრეფექტურაში 1.6 მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. კერძოდ, იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ევაკუაციის განკარგულება ეხება 1…