რა წესები ამოქმედდა დღეიდან ავტომობილების იმპორტზე და ვის შეეხება ახალი ტარიფები
დღეიდან, 1-ელი ივლისიდან, ავტომობილების იმპორტზე დაწესებული ახალი აქციზის წესების გარდამავალი პერიოდი ოფიციალურად დასრულდა. შესაბამისად, ძველი შეღავათიანი განაკვეთით ვეღარ ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც ტრანსპორტირება 2026 წლის 1-ელ აპრილამდე დაიწყეს, თუმცა სახმელეთო გზით ან საკუთარი სვლით მოძრავი ავტომობილი საქართველოს საზღვარზე დღემდე ვერ გადმოიყვანეს. ახალი აქციზის სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით, ტარიფები ავტომობილის ასაკის მიხედვით დიფერენცირდა: 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის აქციზი ძრავის მოცულობის ყოველ 1 სმ³-ზე 1.5 ლარს შეადგენს. 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის განაკვეთი გასამმაგდა და 1 სმ³-ზე 4.5 ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება სხვა წესებს, უცვლელი… The post რა წესები ამოქმედდა დღეიდან ავტომობილების იმპორტზე და ვის შეეხება ახალი ტარიფები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →