სიახლე

,,წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე” – განათლების მინისტრი აბიტურიენტებს

მედიაცენტრი

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებებს უსურვებს. „ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე! დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს. თითოეული გამოცდა ახალი შესაძლებლობებისა და მომავალი წარმატებებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი და კომფორტული აკადემიური გარემო, სადაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებთ. მჯერა, რომ თქვენი მონდომებითა და შემართებით მიაღწევთ დასახულ მიზნებს და თქვენი ცოდნით, პროფესიონალიზმითა და მიღწევებით ასახელებთ ჩვენს სამშობლოს“, – ნათქვამია მინისტრის მიმართვაში. The post ,,წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე” – განათლების მინისტრი აბიტურიენტებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი