საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტიკატის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვა გადავადდა
„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტიკატის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტიკატისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა. სასურსათო კონტეინერების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის პირველი იანვარი, ხოლო ერთჯერადი ჭიქების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის პირველი ივლისი განისაზღვრა. The post საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტიკატის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვა გადავადდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →