განახლდა
დღეს: 57 სიახლე

რეგიონალური სიახლეები

regionnews.ge ↗

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი ბოლნისში გამართულ სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2026“ დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის კუთხე, სადაც სტუმრებს მუნიციპალიტეტის კულტურის, ტრადიციებისა და ადგილობრივი თავისებურებების გაცნობა შეეძლოთ. 🎶 დღესასწაულის პროგრამა მოიცავდა კულტურულ და გასართობ აქტივობებს, ადგილობრივი პროდუქციისა და ბოლნური ღვინის…

🥋 მარნეულელმა ძიუდოისტებმა ბოლნისში 8 მედალი მოიპოვეს! 🏆

10-11 ოქტომბერს, ქალაქ ბოლნისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი XVIII საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ძიუდოში. ტურნირზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში 8…

🥊 მარნეულელმა კიკბოქსიორებმა ახმეტაში 9 მედალი მოიპოვეს! 🏆

9-10 ოქტომბერს, ქალაქ ახმეტაში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის კიკბოქსინგის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში 4 ოქროსა და 5 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 🥇 ოქროს მედალოსნები: 🥈 ვერცხლის მედალოსნები: სპორტსმენების პირადი…

სოფელ თამარისის კულტურის სახლში ანიმაციური ფილმის ჩვენება მოეწყო

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკისა და მარნეულის ამერიკული კუთხის ორგანიზებით, სოფელ თამარისის კულტურის სახლში ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ბავშვებისა და ახალგაზრდების კულტურულ-შემეცნებით აქტივობებში ჩართვას და მათთვის საინტერესო გარემოს შექმნას.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საბჭომ 15 000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭო სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და 15 000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა. გამარჯვებული პროექტი – „კულტურული მრავალფეროვნება – მსოფლიო“ – მიზნად ისახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის…

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, მოქალაქეებს მოუსმინა და მათ მიერ დასმულ საკითხებს გაეცნო. მერის განცხადებით, მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინონ, პრობლემები დეტალურად შეისწავლონ და შესაბამის სამსახურებთან ერთად, მათი…

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, საქართველოში გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მუნიციპალიტეტის მერმა გერმანელ დიპლომატს ბოლნისში არსებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე ზამურ ჭითანავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა…

მარნეულის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან და მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები, მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების ეფექტიანად მიწოდება, დასახული…

მარნეულელი ძიუდოისტების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე!

2026 წლის 3-4 ოქტომბერს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, გაიმართა 2014-2015 წლებში დაბადებულ ვაჟთა საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატი №3. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა და საპრიზო ადგილები დაიკავეს: 46 კგ წონით კატეგორიაში დემეტრე გულბანი – III…

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი განცხადებას ავრცელებს .

მარნეულში მულტეთნიკური ფესტივალი „შინ“ წელს აღარ გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, კულტურის სახლის რეაბილიტაციის გამო ფესტივალის მოსამზადებლად საჭირო სამუშაო სივრცე მათ არ აქვთ, ხოლო ალტერნატიული ფართის მოძიება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ,,მულტეთნიკური ფესტივალი „შინ“ წელს არ გაიმართება…

მარნეულის მერიაში სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტაჟიორებს შეხვდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მოადგილე თეონა ფარჯიანთან ერთად, სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა. მერმა სტაჟიორებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებისთვის პროფესიული გამოცდილების მიღებისა და საჯარო სამსახურის საქმიანობის…

რეგიონალური სიახლეები

მარნეულში ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიური განათლების კურსები დაინერგება

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მოადგილე თეონა ფარჯიანთან ერთად, ა(ა)იპ „პასკალის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში რობოტიკის, პროგრამირების, 3D მოდელირებისა და ელექტროინჟინერიის საგანმანათლებლო კურსების დაგეგმვის საკითხები. პროგრამა მარნეულში მცხოვრები…

რეგიონალური სიახლეები

🥋🥉 მარნეულელმა ძიუდოისტმა გოგონებმა საქართველოს ჩემპიონატზე მედლები მოიპოვეს

2026 წლის 22 სექტემბერს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, გოგონათა შორის საქართველოს მეოთხე სარეიტინგო ტურნირი გაიმართა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა: 🥉 70 კგ წონით კატეგორიაში – ლიზა დავაძემ მესამე ადგილი დაიკავა. მისი პირადი მწვრთნელია სანდრო…

რეგიონალური სიახლეები

ბარბარე ცარციძე საქართველოს სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

21 სექტემბერს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, გოგონათა შორის საქართველოს მეოთხე სარეიტინგო ტურნირი გაიმართა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა ბარბარე ცარციძემ, რომელმაც 52 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. 🥇 სპორტსმენის პირადი მწვრთნელია…

რეგიონალური სიახლეები

მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტი ზაზა დავაძე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია

ბოსნია და ჰერცეგოვინის ქალაქ სარაევოში ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ნაკრები 85 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ჩემპიონატის პირველივე დღეს წარმატებით იასპარეზა მარნეულელმა ვეტერანმა ძიუდოისტმა ზაზა დავაძემ. მან ოთხიდან სამი შეხვედრა მოიგო და +100 კგ წონით…

რეგიონალური სიახლეები

მარნეულელი ძიუდოისტების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე

19-20 სექტემბერს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, 2012-2013 წლებში დაბადებულ ვაჟთა საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატი №3 გაიმართა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა. 🏆 73 კგ წონით კატეგორიაში: 🥇 ამირან სამხარაძე – პირველი ადგილი მწვრთნელი: ზურაბ…

რეგიონალური სიახლეები

25 სექტემბერს მარნეულში „მარნეულობა 2026“ გაიმართება!

მარნეულის მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს სახალხო დღესასწაულზე ეპატიჟება. ღონისძიება „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე სკვერში გაიმართება და პროგრამა 13:00 საათზე დაიწყება. 🎭 სტუმრებს დახვდებათ საბავშვო და სპორტული სივრცეები, ანიმატორების შოუ, ფოტოსივრცე, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და…

რეგიონალური სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დავაძეს მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ მესამე ადგილს ულოცავს

სარაევოში მიმდინარე ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მარნეულელმა სპორტსმენმა, ზაზა დავაძემ, მესამე ადგილი დაიკავა. ზაზა დავაძეს მიღწეულ წარმატებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი ულოცავს – ,,ვულოცავ მარნეულელ ვეტერან ძიუდოისტს, ზაზა დავაძეს, სარაევოში მიმდინარე ვეტერანთა…

რეგიონალური სიახლეები

მარნეულის კულტურის ცენტრი საქმიანობის განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მარნეულის კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაციის გამო, მიმდინარე წელს სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში დაწყება ვერ მოხერხდა. ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საზოგადოების მხრიდან საქმიანობის განახლების შესახებ არაერთი შეტყობინება და სატელეფონო ზარი შევიდა. ცენტრი მზად არის, სასწავლო და…

რეგიონალური სიახლეები

ბოლნისის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ნონა ყაველაშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის წევრებმა განიხილეს მერიის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილების საკითხი. ცვლილება ითვალისწინებს ერთი შტატის დაქვემდებარების…

რეგიონალური სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერთან დაურ ისმაილოვთან ერთად საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე მარნეულელ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მარნეულელ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცეს, მადლობის სიგელები და წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდო გადასცეს. სპორტსმენები და მათი მწვრთნელები ასევე დააჯილდოვეს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხახულაშვილმა, მერის პირველმა…

რეგიონალური სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე მარნეულელი სპორტსმენები და მათ მწვრთნელები დააჯილდოვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე 8 მარნეულელ სპორტსმენსა და მათ მწვრთნელებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა. სპორტსმენები და მწვრთნელები ასევე დააჯილდოეს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი…

რეგიონალური სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი დასრულდა.

სოფელ საბირქენდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი დასრულდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის ფარგლებში, 6 ქუჩაზე ჯამში 2 კილომეტრამდე გზა დაიგო. სამუშაოების ღირებულებამ 793 000 ლარი შეადგინა და…

რეგიონალური სიახლეები

🎶 მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ბავშვთა კლასიკურ გუნდში მიღებას აცხადებს!

თუ ხარ 9-დან 18 წლამდე, გელოდებით ბავშვთა კლასიკური გუნდის წევრად! 🎵 📅 მოსმენა: 30 სექტემბერი 🕔 დრო: 17:00–19:00 📍 ადგილი: მარნეულის მუსიკალური სკოლის შენობა 📌 მისამართი: ქ. მარნეული, ჩოლოყაშვილის ქ. №3 🎼 დირიჟორი: შიო აბრახამია 💚 სწავლება უფასოა!