,,ამჟამად საქართველოში ძირითადად ადენოვირუსი ცირკულირებს” – ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ქვეყანაში გავრცელებულ სეზონურ ვირუსებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მიმდინარე პერიოდში აქტიურია შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის მქონე რესპირაციული ვირუსები, მათ შორის კი ამჟამად ადენოვირუსი ჭარბობს. ივანე ჩხაიძემ განმარტა, თუ რომელი ვირუსები ცირკულირებს ზაფხულში და რით განსხვავდება ადენოვირუსი სხვა ნაცნობი ინფექციებისგან. „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ივლისის თვის ანალიზში ჩანს, რომ ახლა საქართველოში ძირითადად ის ვირუსები ცირკულირებს, რომლებსაც შეუძლიათ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის დაავადების გამოწვევა. არ არის, რა თქმა უნდა, გრიპის ვირუსი, არ არის სხვა ტიპის ვირუსები, რომლებიც ძირითადად განაპირობებენ ჰოსპიტალიზაციას ზამთრის განმავლობაში.… The post ,,ამჟამად საქართველოში ძირითადად ადენოვირუსი ცირკულირებს” – ივანე ჩხაიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →