განახლდა
დღეს: 57 სიახლე

გურიაTV

guria.tv ↗
გურიაTV ახალი

თბილისში მანქანა დაიწვა

თბილისში, მანქანა დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დიდი დიღმის მიმდებარედ, ხიდთან მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს…

გურიაTV

ტრაილერი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა – ავარია კახეთის გზატკეცილზე

კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სატვირთო ტრაილერი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან…

გურიაTV

5 ადამიანი დაშავდა მსუბუქი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად კახეთში

გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელსაც რთველში მყოფი მუშათა ბრიგადა გადაჰყავდა. შეჯახების შედეგად, ორივე ავტომანქანა ხევში გადავარდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო…

გურიაTV

ვოლოდიმირ ზელენსკი – ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთს უნდა, ის სუსტი იყოს, ახლა პუტინი იცინის

ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთს უნდა, რომ ის სუსტი იყოს, ახლა პუტინი იცინის – დეზელზე შეთანხმება მისთვის მარტივი გამარჯვებაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა. “ყოველთვის მადლობელი ვიყავით მისი [ტრამპის] მხარდაჭერისთვის…

გურიაTV

ოზურგეთში, ექადიის ტყე-პარკში 60 კოლხური ხოხობი გაუშვეს

ოზურგეთში, ექადიის ტყე-პარკში, ჯვართამაღლების მამათა მონატრის მიმდებარედ, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული საჩხერის აგროკომპლექსის საშენიდან ჩამოყვანილი 60 კოლხური ხოხობი გაუშვეს ველურ ბუნებაში. 50 დედალ-მამალი კოლხური ხოხობი ექადიის ტყე-პარკში შარშანაც, სექტემბერში გაუშვეს. ამჯერადაც, ამ…

გურიაTV

დავით ოქიტაშვილი თინათინ რუხაძეზე – მივმართავ პროკურატურას, შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები – ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?!

“კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თინათინ რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში, ასევე, მისი პერსონის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და სამართალდამცავ უწყებებს ყოფილი მინისტრის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს. კერძოდ, სოციალურ ქსელში…

გურიაTV

სამეგრელოში, კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა – სახლში მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი როგავების ოჯახს თავს დაესხა და ახალგაზრდა 35 წლამდე ქალი დაჭრა. დაჭრილი ქალი რამდენიმე ჟურნალისტს თავად დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს თავს დაესხა თოფით შეიარაღებული პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან…

გურიაTV

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

შევიტყვეთ და შეშფოთებულები ვართ ინფორმაციით, რომ თურქეთის აეროპორტში დააკავეს ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე – პარტია ALDE-ს წევრის, „გირჩი – მეტი თავისუფლება“-ს, ლიდერი, – ინფორმაციას პარტია “ლიბერალები და დემოკრატები ევროპისთვის” (ALDE) ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძეს ჩამოართვეს პასპორტი…

გურიაTV

უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი შეიცვლება

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი არაერთგვაროვანი იქნება. 15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ნალექი შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებშიც აღინიშნოს. 16 ოქტომბერს ქვეყნის ორივე ნაწილში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მატება და ზოგან…

გურიაTV

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში…

გურიაTV

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული…

გურიაTV

ვიდეო – რუსთავში მუშას ამწის ისარი დაეცა

რუსთავში, საწარმო “რუსთავის აზოტი ინდორამას” ტერიტორიაზე ამწე კრანი გადაყირავდა და მუშას ამწის ისარი დაეცა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. დაშავებული ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტო “ინფო…

გურიაTV

გიორგი მიქაუტაძის პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში

ქართველმა ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. “ვილიარეალის” ქართველმა შემტევმა “ნაპოლის” გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა. ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში “ვილიარეალი” პირველი ტაიმის მე-40 წუთისთვის “ნაპოლის” 2-1 ამარცხებს.

გურიაTV

ქვეითს ავტომობილი დაეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას გამოცემა “ინფო იმერეთი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა.“ნაგავს ყრიდა ეს კაცი და მანქანა დაეჯახა. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის”, – ამბობენ გამოცემასთან. ამ დროისთვის დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის…

გურიაTV

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით, მთელი რიგი ჩანაწერების გადახედვისკენ მოუწოდებს

ვენეციის კომისია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის მიერ მარტში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე კრიტიკული დასკვნა წარადგინა, აცხადებს, რომ უნდა გადაიხედოს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ პროცედურებისა და…

გურიაTV

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან…

გურიაTV

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან მცირედით გაუფასურდა

13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5989 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.05 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.08 თეთრით გაუფასურდა, რის…

გურიაTV

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედა მისი შვილის ლაითურის ციხეში გადაყვანას ითხოვს

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე, მისი შვილის რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეში გადაყვანას ითხოვს. როგორც ირმა დავითაძე სოციალურ ქსელში წერს, გიორგი დავითაძეს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ პროვოკაციას უწყობენ. „გიორგისგან ახლახან გამოვიდა მარიკა არევაძე. მან…

გურიაTV

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება და აღსასრულებლად არ მიექცევა

ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება. ამასთან დაკავშირებით “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით – 80 ხმით…