სიახლე

თხილის პლანტაციები განახევრდა და ფასი ახლაც არ აიწევს?“ _ თხილის ჩაბარება დაიწყო

GuriaNews

ოზურგეთში, რამდენიმე დღეა, ახალი თხილის ჩაბარება დაიწყეს. ორი დღის წინ ერთ კილოგრამს ორ ლარად იბარებდნენ. დღეს კი, 23 ივლისს, ერთი კილოგრამი 2,50 ლარი ღირს. მიუხედავად იმისა, რომ სრულფასოვანი ნაყოფი ჯერ კარგად შემოსული არ არის, ხალხი საადრეო ჯიშებს არჩევს. ცოტა ძალდატანებითაც ასუფთავებენ და, როგორც თავად ამბობენ, პურის ფულის ასაღებად აბარებენ. _ თხილის პლანტაციები თითქმის სანახევროდ გახმა […] The post თხილის პლანტაციები განახევრდა და ფასი ახლაც არ აიწევს?“ _ თხილის ჩაბარება დაიწყო appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ოზურგეთში, რამდენიმე დღეა,  ახალი თხილის ჩაბარება დაიწყეს. ორი დღის წინ ერთ კილოგრამს ორ ლარად იბარებდნენ. დღეს კი, 23 ივლისს,  ერთი კილოგრამი 2,50 ლარი ღირს.

მიუხედავად იმისა, რომ სრულფასოვანი ნაყოფი ჯერ  კარგად შემოსული არ არის,  ხალხი საადრეო ჯიშებს არჩევს. ცოტა ძალდატანებითაც ასუფთავებენ და, როგორც თავად ამბობენ, პურის ფულის ასაღებად აბარებენ.

_ თხილის პლანტაციები თითქმის სანახევროდ გახმა და ფასი ახლაც არ აიწევს, ნეტა?_ კითხვებს სვამენ  ოზურგეთელი მომხმარებლები.

აგვისტოს პირველი რიცხვებიდან, თხილის მიღება აქტიურ ფაზაში გადავა. ჯერჯერობით კი, ყველანაირი სახეობის თხილს ერთნაირ ფასად იბარებენ.

The post თხილის პლანტაციები განახევრდა და ფასი ახლაც არ აიწევს?“ _  თხილის ჩაბარება დაიწყო appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი