სიახლე
სიეტლში, კვების ფესტივალზე სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
მედიაცენტრი
აშშ-ის ქალაქ სიეტლში, საკვების ფესტივალზე მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 2 წლის ბავშვი, დაშავდა. ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით მესამე დაზარალებულიც გარდაიცვალა. სიეტლის მერის, კეიტი უილსონის განცხადებით, პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. როგორც მედია წერს, თვითმხილველების თქმით, სროლის დაწყების შემდეგ ფესტივალზე პანიკა ატყდა. ადამიანები ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობდნენ, ზოგი კი ახლომდებარე შენობებს აფარებდა თავს. The post სიეტლში, კვების ფესტივალზე სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.