სიახლე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი დაჭრეს

მედიაცენტრი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ე.წ. “შამფურით” დაჭრეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებს შორის დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, მოგვიანებით კი ფიზიკურში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზეა დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს The post ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი დაჭრეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი